ბადრი ჯაფარიძე: საზოგადოების არცერთი წარმომადგენელი შემხვედრია, ვისაც წერილის ნამდვილობაში ეჭვი შეპარვია

ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

გადაცემის თანაწამყვანის ვახო სანაიას კითხვაზე, არ ფიქრობს, რომ წერილის ნაწილში საზოგადოებრივ აზრს ვერ აყალიბებს კარგად, რადან არ დადგა დრო, რომ თქვან წერილის შესახებ მეტი დეტალი, მათ შორის შუამავალთან დაკავშირებით და საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ეს წერილი ნამდვილად დაიწერა პროკურატურის მაღალ ეშელონებში ქართული ოცნების კარნახით და ამიტომ მოვიდა მათთან? – რაზეც ბადრი ჯაფარიძე პასუხობს:

“მე არ შემხვედრია საზოგადოების არცერთი წარმომადგენელი, რომელსაც ეჭვი შეპარვია წერილის ნამდვილობაში. საბოლოო ჯამში ის ნიუანსები რა პირობებშიც მოხდა წერილის ჩვენთვის გადმოცემა, მისი თითის ანაბეჭდები და ა. შ. ეს ტექნიკური დეტალებია. აქ მთავარი არსებითი საკითხებია. არსებითია ის, რომ ყველა ის მუქარა, რაც ჩამოთვლილია, განხორციელდა.

მე ჟურნალისტების გარდა არავინ მეგულება, ვისაც ტექნიკური დეტალები აინტერესებს. შინაარსობრივი მხარე თვალსაჩინოა. ყველა ის მუქარა, რომელიც ეწერა, განხორციელდა. მათ შორის თქვენ ტელევიზიასთან მიმართებით. ავთო წერეთელი დღეს აბსურდული ბრალდებით სასამართლოშია”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად