ბადრი ჯაფარიძე საბურთალოზე დავით სერგეენკოს და ალეკო ელისაშვილის კონკურენტი იქნება

„ლელო საქართველოსთვის” საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად პარტიის გენერალურ მდივანს ბადრი ჯაფარიძეს წარადგენს. 

ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

„საბურთალოს ოლქი იქნება ის ადგილი, რომელშიც დაიწყება საქართველოსთვის აუცილებელი ცვლილებების განხორციელება. მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე იმისათვის, რათა საბურთალოზე მაცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც მთელი ეს წლებია განიცდიან გაჭირვებას, უპირისპირდებიან უამრავ პრობლემას ყოველდღიურად, მათ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს იზრუნოს ჩვენი ქვეყნის პრობლემების გადაჭრის პროცესში აქტიურ წვლილზე”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ჯაფარიძის გარდა „ქართული ოცნების” წევრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო და პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყრიან კენჭს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად