ბადრი ჯაფარიძე: პარლამენტში შესვლა არ განიხილება, თუ არ იარსებებს პოლიტიკური შეთანხმება

ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალსიტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორები, ელჩები ყველაფერს აკეთებენ, რათა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

„ისინი ამ მიმართულებით ყველა ძალისხმევას ახორციელებენ. მათთან ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ოპოზიციის პოზიციაა, რომ გვსურს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა „ქართულ ოცნებასთან“ და მზად ვართ, ვიშრომოთ. ცხადია, პოლიტიკური შეთანხმება ახალ არჩევნებს, ასევე ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში და მის რეფორმირებას უნდა მოიცავდეს. ასევე ცვლილებებს ცესკო-ს ადმინისტრაციაში. სხვა საკითხებიც არის პოლიტიკურ დევნასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ეს არის ის პაკეტი მოლაპარაკებების, რომელსაც მზად ვართ, ვაქციოთ პოლიტიკურ შეთანხმებად „ქართულ ოცნებასთან“, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ. სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პარლამენტში შესვლა არ განიხილება, თუ არ იარსებებს პოლიტიკური შეთანხმება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად