ბადრი ჯაფარიძე: “ოცნებისთვის” დამახასიათებელია “ფეიქ” მართვის სტილი, “ფეიქ” სახელმწიფო შექმნეს

დღეს რაც მოხდა, ამ კოლაფსმა როგორც იქნა განგაშის ზარი უნდა დარეკოს “ქართული ოცნების” ბანაკში, რომ გადადება შეიძლება იყოს გამოუსწორებელი შედეგების მომტანი და პროცესების არაპროგნოზირებად განვითარების საწყისი, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია ფეიქ, ანუ ყალბი მართვის სტილი. ისინი მედიკოსების დასკვნას უწოდებენ ყალბ ანუ ფეიქ დასკვნას, სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ყალბი მართვის სტილი მათი მხრიდან – ის, ვითომ როგორ გააკეთეს მულტიფუნქციური კლინიკა 2 კვირაში ციხეში. ეს არის მათთვის დამახასიათებელი არაპროფესიონალიზმი და ზედაპირულობა. შეყარეს იქ აღჭურვილობა, ადამიანები დაიქირავეს და თქვეს, რომ მულტიფუნქციური კლინიკა გვაქვსო. ასეთი სახელმწიფო შექმნეს მათ, ფეიქ სახელმწიფო. დღეს რაც მოხდა, ამ კოლაფსმა როგორც იქნა განგაშის ზარი უნდა დარეკოს “ქართული ოცნების” ბანაკში, რომ გადადება შეიძლება იყოს გამოუსწორებელი შედეგების მომტანი და პროცესების არაპროგნოზირებად განვითარების საწყისი, ამიტომ ის უნდა გადაიყვანონ ისეთ კლინიკაში, სადაც ის მიიღებს საჭირო მომსახურეობას”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები
იტვირთება...