ბადრი ჯაფარიძე: “ოცნებამ” განმუხტვის ნაცვლად, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა

ამის შესახებ, მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

“დღეს მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ მოხსნა არაადეკვატურობის და ცინიზმის ყველა რეკორდი. ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის რადიკალიზაცია და მეორე ნაწილის სრულ ნიჰილიზმში ჩაგდება. ამასთანავე, ხელოვნურად დაძაბულობის და არასტაბილურობის კერების შექმნა.
სავალალოა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’, რომელმაც თავად შექმნა არსებული პოლიტიკური კრიზისი, დღევანდელი განცხადებით, განმუხტვის ნაცვლად, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. არ დატოვა კომუნიკაციის არანაირი სივრცე და არც კი განიხილა ჩიხიდან გამოსვლის ალტერნატიული გონივრული გზები. ფაქტია, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ,,ქართული ოცნება’’ მზად არის, დაუპირისპირდეს საკუთარ მოსახლეობას და გაწიროს ქვეყანა არეულობისთვის.

ვინაიდან ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა შეგნებულად დაარღვია, მოძრაობა „ლელო“ ამ ვითარებაში, ერთადერთ გონივრულ გამოსავლად მიიჩნევს მომავალი არჩევნების ჩატარებას გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას და არ საჭიროებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერას.

ამ მოთხოვნით „ლელო“ აგრძელებს მონაწილეობას საზოგადოების სამართლიან პროტესტში’’ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლეოსობი წევრი აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმს ითხოვდა

თუმცა, დღესკახა კალაძემ განაცხადა, რომ რეფერენდუმზე არ იქნება და  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თემა დახურულია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად