ბადრი ჯაფარიძე: მოსახლეობას საერთო გადაწყვეტილება მიღებული აქვს – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება

“ლელო საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, IPSOS-ის კვლევის შედეგმა ქვეყანაში არსებული “ნევროზული” ვითარება ასახა.

ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა. 

“ვფიქრობთ, რომ ეს კვლევა, რაც გამოქვეყნდა კიდევ ერთხელ ასახავს იმ ნევროზულ ვითარებას, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი, მათ შორის COVID-19-ით და აქედან გამომდინარე კიდევ არის სხვა ფაქტორები, კერძოდ, ადამიანები არ არინ გულწრფელი თავიანთ პასუხებში. ეს კვლევები ძალიან საინტერესოა, მნიშვნელოვანია, რომ ტენდენციები გვაჩვენოს. ჩემს საარჩევნო ოლქში, მაგალითად საბურთალოზე, ცალსახად გეტყვით, რომ მოსახლეობას საერთო გადაწყვეტილება მიღებული აქვს”, – ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით,  “ლელოს” მხარდამჭერთა რიცხვი არჩევნების მოახლოებასთნ ერთად ძალიან სწრაფად იზრდება.

შეგახსენებთ, 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კვლევაში კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს,” ლელოს” მხარდაჭერას გამოკითხულთა 2.7% უცახდებს. არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ცვლილება კი, გამოკითხულთა 57%-ს სურს.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 – თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად