ბადრი ჯაფარიძე: ევროპელმა დიპლომატმა მითხრა, ივანიშვილმა თქვა ძალაუფლების ალტერნატიულ ცენტრს ქმნიანო

“ევროპელმა დიპლომატმა მითხრა, ივანიშვილმა თქვა ძალაუფლების ალტერნატიულ ცენტრს ქმნიანო . ჩემი აზრით ამ წარმოდგენას გადაყვა კვირიკაშვილი”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი, რომელიც შარშან ზაფხულში ესწრებოდა შეხვედრას ბატონ ბოძინას მონაწილეობით, კონფიდენციალურად მითხრა, რომ ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ აქ იქმნება ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრი. ჩემი აზრით ამ წარმოდგენას გადაყვა კვირიკაშვილი.  შემდეგ იყო განხორციელებული შეტევა ჩვენზე, რომ ჩვენ ჩამოვეშორებინეთ ბანკიდან. სამწუხაროდ შემდეგ განხორციელდა ბრალი ავთო წერეთელთან მიმართებაში, რაც პირდაპირ არის ეჭვი, რომ ჩვენ პირველ არხთან ვართ დაკავშირებული”, – გააცხადა ჯაფარიძემ.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე – “სახელიც კი ვერ დაიახსოვრეთ, პირველი არხი არ ვართ, “ტვ პირველი ვართ”, – პასუხობს:

“მათი ტროლებისგან ახლაც არის საუბარი, რომ ვაფინანსებთ “ტვ პირველს” და ეს ძალიან მყარად არის ჩაცემენტებული”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად