ბადრი ჯაფარიძე: ეს ბრალდება ისეთ ბრალდებას უტოლდება, როგორიც ლონდონიდან ბროდვეიმდე გვირაბის გათხრაა

ამის შესახებ “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“საბოლოო ჯამში ეს აუცილებელი პროცესია რომ ყველამ ერთად გავიაროთ. იმიტომ, რომ ეს უნდა გახდეს შემოტრიალების პროცესი ჩვენი ქვეყნისათვის. იმიტომ, რომ ასეთი აბსურდული ბრალდება, ყოვლად დაუსაბუთებელი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა. ეს ჩემი აზრით უტოლდება ისეთ ბრალდებებს, როგორიც არის ლონდონიდან ბროდვეიმდე გვირაბის გათხრას.

მე არ მინდა სპეკულაცია და თუ მტკიცებულება არ მაქვს, პროკურატურისგან განსხვავებით არავის არ ვდებ ბრალს. ფაქტია, აქ არ ჩანს სამართლის დადგენის, ან თუნდაც ფაქტების დადგენის სურვილიც არ დგას. აქ გამოკვეთილად არის, რომ როგორმე მოგვაყენონ ზიანი, შეგვიზღუდონ საქმიანობა და გამოგვიყვანონ წონასწორობიდან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გირაო შეეფარდათ 700 000-700  000 ლარის ოდენობით, ხოლო პროკურატურა მილიონ-მილიონ გირაოს ითხოვდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად