ბადრი ჯაფარიძე: ეს ბოკერიას შეფასებაა, თანმიმდევრულები ვართ, ჩვენ შეცდომად მიგვაჩნია, რომ თავად არ შემოუერთდა მიშელის შეთანხმებას

“ეს ბატონი გიგას [ბოკერიას] შეფასებაა, ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, – ასე პასუხობს “ტვ პირველის” ეთერში ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე “ევროპული საქართველოს” ლიდერს გიგა ბოკერიას, რომელმაც “ლელოს” პარლამენტში ბოიკოტის შეწყვეტის გამო არათანმიმდევრულები უწოდა.

“ჩვენ ბოიკოტი გამოვაცხადეთ კონკრეტული მიზნით, ეს არის სააკაშვილის მულტიპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა. ამ გადაყვანის შემდეგ ცხადია, რომ ბოიკოტი მოიხსნა”, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ბოკერია შარლ მიშელის შეთანხმების წინააღმდეგიც იყო, რაზეც ჯაფარიძე პასუხობს, რომ ეს მას დიდ შეცდომად მიაჩნია.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მივიდეთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე. აუცილებელია, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ არჩევნები ჩატარდეს დაბალი ბარიერით და სრულად პროპორციული სისტემით. ამავე დროს ხელს შევუშლით “ქართულ ოცნებას” მავნებლურ ინიციატივებში”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები
იტვირთება...