ბადრი ჯაფარიძე: ჩემზე და მამუკა ხაზარაძეზე რეპრესიული ღონისძიებები ბიძინა ივანიშვილის მართულია

მამუკა ხაზარაძეზე და ჩემზე რეპრესიები პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის“ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით ხორციელდება. – ამის შესახებ „ლელო“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მამუკაზე და ჩემზე ხორციელდება რეპრესიული ღონისძიებები, ეს არის პირდაპირ მართული ბიძინა ივანიშვილის მიერ. უშუალოდ არის ჩართული ამ რეპრესიული ღონისძიებების დაგეგმვაში.
პირდაპირ გეტყვით, მის მიერ იქნა გაცემული დავალება 2019 წლის მაისში სასწრაფოდ ჩვენთვის ბრალის წაყენებაზე“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად