ბადრი ჯაფარიძე: ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან კოალიციას არ შევქმნით

ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ტვ „პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით ამაზე პასუხისმებლობა „ლელოს” უკვე აღებული აქვს, დამატებითი ხელმოწერის აუცილებლობას კი ვერ ხედავს.

„არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან და მის პარტიასთან კოალიციურ შეთანხმებას არ გავაფორმებთ. ამის მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე უკვე ავიღეთ. დამატებითი მემორანდუმის გაფორმების საჭიროებას ვერ ვხედავთ. ხელმოწერა არის მხოლოდ ფორმალობა, რაც ვერ შექმნის იმ ვალდებულებებს რაც ჩვენ უკვე აღებული გვაქვს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად