ბადრი ჯაფარიძე: 30 წლის წინ მოვედი პოლიტიკაში და დავამარცხეთ კომუნისტური რეჟიმი

“30 წლის წინ, როდესაც ხალხის მხარდაჭერით მოვედი პოლიტიკაში, მაშინ შევძელით კომუნისტური სისტემის დამარცხება”, – ამის შესახებ”ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სამწუხაროდ, შემდეგ სამოქალაქო ომმა ქვეყანა დაქცევის პირას მიიყვანა. ეს პროცესი მწვავედ მივიღე და გადავწყვიტე ამ ყველაფრის შესაცვლელად სხვა პლატფორმიდან მებრძოლა.

დღეს საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ მე, ბადრი ჯაფარიძე მონაწილეობას მივიღებ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან. ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი და საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, საიდანაც დაიწყება ქვეყანაში ცვლილებები, ცვლილებები საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისთვის”, -წერს ბადრო ჯაფარიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად