ბადრი ესებუას ძმას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში covid-19 დაუდასტურდა

საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, რომელიც ასევე ბრალდებულია და სასჯელს ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის covid 19 დაუდასტურდა.

როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, მასთან ერთად საკანში მყოფი 6 პატიმარი იზოლაციაში იმყოფება და დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული.
ადვოკატის თქმით, ბიძინა ესებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დაცვა აღკვეთი ღონისძიების გადახედვის შუამდგონლობით სასამართლოს კვლავ მიმართავს.
ცნობისთვის, ბიძინა ესებუა შსს-ს თანამშრომლებმა 4 დეკემბერს დააკავეს.მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად