ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს

2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის თავდასხმაში ბრალდებულის ძმა ბიძინა ესებუას დააკავეს.

პოლიციამ ბიძინა ესებუა სოფელ ყულიშკარიდან ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე დააკავა.

2020 წლის 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა, აუცილებლად

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს  12 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ზუგდიდში, ერთ-ერთ ბანკზე თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი 43 ადამიანი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხიდან ტყეში გაიქცა და ამ დრომდე თავისუფალია.

თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს ითხოვდა. 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა ბანკის შენობა დატოვა და ხელებზე თოკმობმული გამოიყვანა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, შემდეგ კი მძევლებს ჩაენაცვლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად