A1 ბანერი

ბადრი ბიწაძე: ეკა გიგაურმა უწყებაში წარმატებული რეფორმები გაატარა და კაპიტნის წოდება მიიღო

ამის შესახებ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილა “შეფმა” ბადრი ბიწაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ხელმძღველის ეკა გიგაურისა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას სასამართლო პროცესზე მოწმედ დაიკითხა.

გოგა ხაინდრავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიოდობიანი აქციის დაშლის დროს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ,  ეკა გიგაურის (იმ პერიოდში სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა.რედ.) ბრძანებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებიც გამოიყენეს, რის გამოც მან კაპიტნის წოდება მიიღო. თუმცა, მოწმედ დაბარებულმა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილა “შეფმა აბსოლუტურად განსხვავებული განმარტება გააკეთა.

ბიწაძის თქმით, ეკა გიგაურმა უწყებაში წარმატებული რეფომრები გაატარა, რის გამოვ მიიღი კაპიტნის წოდება.

“ქალბატონი გიგაური იყო ლეიტენანტი, მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სასაზღვრო პოლიციის რეფორმაში. განსაკუთრებულად მუშაობდა აშშ-ის სასაზღვრო პროგრამასთან და ჩემი წარდგინებით, მივმართე მინისტრს ერთი საფეხურით მოემატებინა წოდება”, – განაცხადა ბადრი ბიწაძემ სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან.

ასევე ბადრი ბიწაძემ  გოგა ხაინდრავას კიდევ ერთ განცხადებას უპასუხა, სადაც  ის აცხადებდა, რომ  სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 2007 წელს პრემიები აქციის დაშლაში მონაწილეობის გამო მიიღეს.

ბიწაძე განმარტავს, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს აქციის დაშლაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ, პრემიები კი სასაზღვრო პოლიციაში გაიცემოდა როგორც 2007 წელს, მანამდე და მას შემდეგაც…

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...