ბადიაურში, იორმუღანლოსა და დუზაგრამაში ქარიშხალმა და უხვმა ნალექმა ცენტრალური გზები ჩახერგა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბადიაურში, იორმუღანლოსა და დუზაგრამაში ქარიშხალმა და უხვმა ნალექმა ტანმაღალი ხეების მტვრევა გამოიწვია და ცენტრალური გზები ჩახერგა.

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, ადგილზე გამოცხადდა ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი მერის წარმომადგენლებთან ერთად და გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო.
ჩახერგილი მონაკვეთები გამოთავისუფლებულია და ტრანსპორტის გადაადგილება უკვე აღდგენილია.” – ნათქვამია საგარეჯოს მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტიქიამ გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტებიც დააზარალა. პირველადი ინფორმაციით, სეტყვამ გაანადგურა ერთწლიანი ნარგავები და ვენახები. ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...