ბაჩუკი ქარდავა: მელია რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყოს თბილისის მერად, ეს ოპტიმალური ვარიანტია

მელია რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყოს თბილისის მერად, ეს ოპტიმალური ვარიანტია, – ამის შესახებ “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე მელიას გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს.

“ეს იქნება ოპტიმალური ვარიანტი, თუმცა ნიკას ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. თუმცა ის რომ ნიკა მელია დღეს ოპოზიციაში ყველაზე პოზიტიურია და მიზიდულობის ცენტრია ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ცხადზე ცხადია, თუმცა ამასთან დაკავშირებით თვითონ ნიკამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისი თქმით, დიდი სირცხვილია ის, რომ დემოკრატიული სამყარო გამოსასყიდს იხდის მელიასთვის.

“თანხა, რომელიც პირობითად უნდა გადაიხადოს ევროკავშირმა ნიკა მელიას თავისუფლებაში ეს არის გამოსასყიდი რეჟიმისგან, რომელსაც იხდის დემოკრატიული სამყარო და ეს ძალიან დიდი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის”, – აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...