ბაჩუკი ქარდავა: ივანიშვილმა მოსპო და გაანადგურა ქართული სახელმწიფოს იმიჯი

ივანიშვილმა მოსპო და გაანადგურა ქართული სახელმწიფოს იმიჯი – ეს განცხადება საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ “კურიერთან” გააკეთა.

“ივანიშვილმა მოსპო და გაანადგურა ქართული სახელმწიფოს იმიჯი და არავინ არ თვლის დღეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

მისი ხელისუფლებაში დღეს ყოფნის ოპერაციას შეიძლება დავარქვათ საქართველოს დაბრუნება კრემლის გავლენის სფეროში, რომელსაც ახორციელებს ეტაპობრივად და ლოგიკურად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომაც არის დღეს ივანიშვილი ხელისუფლებაში“, – განაცხადა ქარდავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...