ბაჩუკი ქარდავა: ირაკლი კობახიძის სულელურმა კანონმა შეზღუდა ჩვენი ბლოკში ყოფნა

კოალიციის “ძალა ერთობაშია წევრი “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), რომელიც ცალკე სუბიექტად დარეგისტრირდა (საარჩევნო ნომრით 33) და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ყველა კანონით დადგენილ პროცედურას გაივლის.

ედპ-ს  თავმჯდომარე  ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, აღნიშნული ტექნიკური გადაწყვეტილება “საარჩევნო კოდექსში” განხორცილებულმა ცვლილებებმა განაპირობა, რამაც ედპ-ს ბლოკში გაერთიანება შეუზღუდა.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ “აიპრესს” განუცხადა, ედპ წარმოადგენს გაერთიანებულ ოპოზიციას, მაგრამ ირაკლი კობახიძის “სულელური კანონის” ფარგლებში პარტიას უწევს მოქმედება.

“ირაკლი კობახიძემ რაღაც სისულელე კანონი დაწერა და ამ კანონის ფარგლებში გვიწევს მოქმედებების განხორციელება. ბლოკთან დაკავშირებით მან გარკვეული შეზღუდვები დააწესა. ბლოკი “ძალა ერთობაშია” ძლიერად რომ არ ყოფილიყო წარმოდგენილი და რესურსი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს  გააჩნია რესურსი არჩევნების დროს, ეს რესურსი შეგვიზღუდა და მოიფიქრა რაღაც სისულელე.

არჩევნებში ედპ სიასაც წარადგენს. კობახიძის კანონმა შეზღუდა ჩვენი ბლოკში ყოფნა. მოგვიწევს ყველა პროცედურის გავლა, ეს არის ტექნიკური ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე დავრეგისტრირდით, ცალკე წარვადგენთ სიებს და მივიღეთ ნომერი,  ცალკე ვაწარმოებთ სარეკლამო კლიპებს, აუცილებლად მოვუყრით თავს ერთ კოალიციაში, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ: ცესკომ საარჩევნო სუბიექტებს ნომრები მიანიჭა – რომელი პარტია რა ნომრით იყრის კენჭს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად