ბაჩო ახალაია: მე რომ ციხეში აღმოვჩნდი, მასიურად ყველამ ზურგი შეაქცია ჩემს არსებობას

"რასაც ახლა ვაკეთებ ციხეში, არის ის, წიგნებს ვთარგმნი და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ გამოვცე რაღაცაები. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სამხედრო განათლებაში წვლილი შევიტანო," – განაცხადა ბაჩო ახალაიამ "შაბათის კურიერში"

"პოლიტიკურ პროცესებში ვერ ვმონაწილეობ, ვზივარ აქ. გარეთ რომ ვიყო სიამოვნებით, მაგრამ იმიტომაც ვზივარ აქ და ციხიდან რომელ პროცესებში უნდა ვიყო ჩართული?!

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და როგორც ჩანს, ესპროცესი ბოლომდე არ არის მისული, კიდევ დიდხანს გაგრძელდება, სანამ ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, მაგრამ  მე რომ ციხეში აღმოვჩნდი, მასიურად ყველამ ზურგი შეაქცია ჩემს არსებობას და იყო სრული უგულებელყოფა ჩემი არსებობის. მაგრამ ამ დროს გამოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც მორალური თვალსაზრისით გაამხნევა ჩემი ოჯახი, ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა!.

მაშინაც კი, როცა სალამსაც არავინ ეუბნებოდა ჩემს მეუღლეს, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გვერდით დაუდგნენ ჩემს ოჯახს. მე მათი სახელებიც და გვარებიც არ ვიცი, ეს არის ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც ვაკეთებდი…

უდიდესი მხარდაჭერა იყო ამ ადამიანების მხრიდან და ყველას უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ვიცნობ" – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად