ბაჩანა ლობჟანიძე: “ზეგ”-ის მარკეტი სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ქართული მენტალიტეტისთვის მიუღებელია (ვიდეო)

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამბობს, რომ 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია, “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ კომპანია “ზეგ”-ი სადაც გარდაცვლილი ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ქართული მენტალიტეტისთვის მიუღებელი მარკეტით იყო დაკავებული.

“თუ სამსახურის მიცემული კომპიუტერია, მე შემიძლია ძალიან ცხადად ვთქვა, რომ ეს კომპიუტერი არ იქნებოდა კარგ კონფიგურაციაში, როცა მას გადაეცა „ლეპტოპი“. იმიტომ რომ ჩემთვის ცნობილია „ზეგ“ -ის საქმიანობა, ეს არ არის საჯარო ინფორმაცია და მაქვს უფლება ეს არ გავასაჯაროვო. თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, იგი გაასაჯაროებს ამას. ეს მოხდეს თუ მოხდება. ამ შემთხვევაში მე ვიცავ „ზეგ“-ის ინტერესებს, ასევე ცენტრალურ საგამოძიებოს ინტერესებსა.
„ზეგ“-ის მხრიდან იკვეთება ანუ 22 ივლისის შემდეგ იკვეთება ისეთი გარემოებები რაც ჩემს ყურადღებას იქცევს და ძალიან უცნაურია, რატომ კეთდება ასეთი რამ.
პირველი, თავიან „ლინკლინზე“ იფარება თავიანთი თანამშრომლების სახელები და გვარები. მე მაინტერესებს, ბოლო ვაკანსია რა ჰქონდა „ზეგ“-ს ? ვინ აიყვანა ბოლო 1 წელს ან ბოლო 6 თვეში? ან სად აქვეყნებენ ვაკანსიებს? „ეიჩარჯიზე“, ქართულ საიტებზე? ვინ აიყვანეს ბოლოს? ვინ არიან მათი თანამშრომლები? გასაუბრებას ვინ ატარებს? ვინ კურირებს ამ ხალხს?

მე თამარის მხრიდან ძალიან კარგად ვიცოდი თუ რაზე მუშაობდა ის. მუშაობდა, ვებგვერდის ჩონჩხი რომ აიწყობოდა, წერდა მიკრო სერვისებს. აქ არანაირი ეჭვი არ მქონია მე მანამდე, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია.
არ ვიცი რატომ მოხდა მათი იურისტის მხრიდან საქმიანობის რეკონსტრუციის შეცვალა, რომ ისინი მუშაობენ რაღაც 3 თემაზე.
1. ხელოვნური ინტელექტი
2. ნანო ტექნოლოგიები
3. ისეთი საქმიანობა რომელიც არ არის აკრძალული კანონით

თამარი არცერთზე არ მუშაობდა, არ იცოდა ხელოვნური ინტელექტი და არც ნანო ტექნოლოგიები, პირიქით, მე ვიყავი ის ადამიანი ვისაც უნდა გაეცნო ეს სფერო და სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი მისი იყო, ის რომ ამ თემაზე უნდა გვემუშავა ერთად და მე უნდა გამეცნო ეს თემები.
თამარისთვის სამსახურის საქმიანობა იყო რუტინა, არა პროგრესირებადი, პირიქით, რეგრესისკენ მიდიოდა თამარი ამ კომპანიაში. ზოგადად უნდოდა ისეთი რამე გაეკეთებინა, სადაც თავის თავს იპოვიდა.

რომ არა ეს ნაბიჯები მათი მხრიდან, შესაძლოა ასეთი ძალისხმევით მე არც დავინტერესებულიყავი. ეს მეტ ძალებს მაძლევს უფრო მეტი გამოძიება ჩავატარო დამოუკიდებლად, ასევე საგამოძიებოსთან თანამშრომლობით.
არ ვიცი, რატომ უნდა გააკეთოს კომპანიამ ისეთი განცხადება, რატომ უნდა შეცვალოს რაკუსი ისე რომ, თითქოს თამარი მუშაობდა ხელოვნურ ინტელექტზე.

მოდით ასეთი რამე გავაკეთოთ, შეიძლება თუ არა გავიგოთ ზოგადად რაზე ოპერირებს ეს კომპანია? მარტო ქართველი პროგრამისტები მუშაობენ? მუშაობს თუ არა ვინმე დეროკაციის გარეშე? შეეძლო თუ არა თამარ მის დამკვეთთან ირიბი კავშირი მაინც ჰქონოდა? იქნებ რამე მოხდა დამკვეთსა და თამარს შორის? ეს გამოსარიცხი არ არის იმ გარემოებიდან, რაც მე უკვე მოვიძიე იმ მარკეტიდან რაზეც ისინი მუშაობენ.

ოჯახის წევრებმა მითხრეს რომ თამარი გაღიზიანებული იყო, მამას სთხოვა ელექტორშოკი მიყიდეო და ვფიქრობ, მე რა ინფორმაციაც მოვიპოვე კავშირშია ამ ელექტროშკთან. ის თვლიდა რაღაც საფრთხეს, ასე ვთქვათ რაღაც მათემატიკური მოლოდინი ჰქონდა. არ არის ეს თემა საჯარო განხილვის თემა იმ გაგებით რომ „ზეგ“-ი არ ასაჯაროვებს საქმიანობის მარკეტს.
მაგალითად არსებობს ადამიანი, ვიღაც ურანით ვაჭრობს, ვიღაც სამკაულებით ვაჭრობს…
ზოგადად როდესაც ვინმე ინჟინერი ამზადებს ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფას, შენ უკვე პოტენციურად ხარ კიბერ სამართლის ერთერთი მსხვერპლი.
მე თამარს ვენდობოდი რაზეც მუშაობდა და მგონი, მისაღები უნდა იყოს ყველასთვის. მე თამარის ზურგს უკანა აქამდე არ მინახავს თუ რას საქმიანობდა „ზეგ“ -ი. არც მსურდა და არც მქონდა ეჭვი. იმ გარემოებების და ფაქტების გათვალისწინებით უკვე რაც მოხდა, მე ვეძებდი ხელმოსაჭიდ რაღაც ინფორმაციას. ჩემდა უნებურად გამოიკვეთა რაღაც გარემოებები „ზეგ“-ის მხრიდან და მე დავადგინე ის, რომ ანუ ქართული მენტალიტეტისთვის არ არის მისაღები ის მარკეტი და საქმიანობა, საქმიანობა არა პროფესიული, არამედ მარკეტი, რაც ისინი აკეთებენ. ამიტომ არ ასაჯაროვებს „ზეგ“-ი თავოს მარკეტს. არ მაქვს უფლება ვთქვა. ეს არის მინიშნება.
მე მგონი საინტერესოა რა არის ეს, მე მგონი მისახვედრიც უნდა იყოს. მიმხვედრი მიხვდება. მე ამაზე საკმაოდ ვრცელი ჩვენება მივეცი გამოძიებას”, – ბაჩანა ლობჟანიძემ “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში”.

ცნობისთვის, 17 ივლის 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათიდან ვერცხლისფერი „ჰუნდაით“ გავიდა. რამდენიმე საათში ოჯახმა მას ძებნა დაუწყო და პოლიციას მიმართა. ბაჩალიაშვილი ბოლოს მარნეულში ნახეს, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, საიდანაც მისი კვალი გაქრა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

5 დღიანი ძებნის შემდეგ, ფონიჭალიდან 46 კილომეტრში თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც კომპანია „ზეგ“-ის ყოფილი თანამშრომელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში საკუთარ ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი, მწოლიარე მდგომარეობაში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს მეორე მუხლიც დაემატა. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად