ბაჩანა ლობჟანიძე: ხვალ დილით შსს-ში დამიბარეს

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამბობს, რომ 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

“დღეს დამირეკეს საგამოძიებო ორგანოდან, ხვალ დაბარებული ვარ 11 საათისთვის გულუას №10-ში.

როდესაც ჩვენ იქ მივედით „ლეპტოპი“ დაულუქავი დაგვხვდა. მაგრამ დიდი ეჭი მაქვს მათთან მიმართებაში დამუშავებული იყო წინასწარ. იქ იყო შეცვლილი კონფიგურაცია და თუ ამაში FBI ჩართულია… მე შემიძლია ამაში სხვა უწყება ჩავრთო, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს და ამ თემაზე ოპერირებს. მათი კომპეტენცია არის „ლეპტოპის“ და ავტომობილის დათვალიერება.

ჩემი მონათხრობები არ არის ზღაპრები. ეს იყო ორმხრივი ტიპის ურთიერთობა. „ამბასადორის“ წინ, 19 ივნისს, როცა მე და თამარი ვშორდებოდით ერთმანეთს, რატომ არ ამოვიღეთ ჩვენ ეს კადრები?!
მე და ნიკამ, „მთავარ აქცენტებში“ ვისაუბრეთ, ზოგადად პირადი ურთიერთობა ისეთია, პირადი საკითხები ეს არ არის საჯარო განხილვის თემა არც სამართლებრივი კუთხით და არც ამ… მაგრამ ეს საქმე ისეთია, რომ შესაძლებელია ეს იყო გასაღები, პირადი ურთიერთობები თამარის, ჩემი, ვთქვათ ასევე დეა კაპანაძის, რომ ეს ურთიერთობები იყოს გასაღები, რომლითაც ჩვენ მივალთ სიმართლემდე, რა მოხდა სინამდვილეში”, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად