ბაჩალიაშვილის დედა: კითხვებზე პასუხები ვერ მივიღე, ისევ ვითხოვ პრემიერთან შეხვედრას

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ოჯახის ადვოკატი შს სამინისტროში იმყოფებოდა. უწყების დატოვების შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო, ამიტომ კვლავ ითხოვს პრემიერთან შეხვედრას.

“ისევ მივიღეთ დაპირებები და მე ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ მინდა გახარიასთან შეხვედრა. მე პირადად არ მომისმენია როგორ თქვა მან, რომ უნდა გამოიძიონ ეს ორი საქმე: ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის. მე მინდა პირადად ჩავხედო თვალებში და მისგან საჯაროდ მივიღო დაპირება, რომ გამოძიებული იქნება ჩემი შვილის საქმე.

სამწუხაროდ პასუხები ვერ მივიღე და ამიტომ მინდა რომ ეს პასუხები მივიღო”, – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად