ბაჩალიაშვილის დედა: ახლა გავიგე, დაკრძალვაზე იყო ვიღაც ბიჭი მოსული, გავიგე სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათო

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი “მთავარ არხთან” საუბრისას აცხადებს, რომ შვილის გარდაცვალების შემდგომ შეიტყო, რომ მას ჰყავდა მეგობარი ბიჭი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა.

“მე ახლა გავიგე, აქ იყო ვიღაც ბიჭი მოსული დაკრძალვაზე და სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათო. ვეუბნებოდი, დედიკო ისეთი ასაკი გაქვს, უკვე მინდა შვილიშვილეობიო. მპასუხობდა, ხომ იცი რამხელა ამბიციები მაქვს, მწვერვალებს სანამ არ დავიპყრობ მანამდე არ ვაპირებ ოჯახის შექმნასო. შემოთავაზება მაქვს ამაზონიდანო და ისინი მთხოვენ, რომ მაგისტრატურა გავიარო ევროპაში.

მოვიდა მოგვისამძიმრა ჩვეულებრივად და მერე გვითხრეს რომ ეს ბიჭი თამუნასთან ახლოს იყო”, – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

ბიძის თქმით, აღნიშნული პიროვნება უკვე გამოკითხულია. მისი ინფორმაციით, მან თქვა, რომ თამუნა ბოლო პერიოდში გადაღლილი იყო.

“რაც მე ვიცი მაგ ბიჭმა განაცხადა, რომ თამუნა ძალიან გადაღლილი იყო ბოლოსო, გამიმხილა რომ აღარ მსურს ეს სამსახური, მინდა რომ წამოვიდე.

19 ივნისს თამუნას დაბადების დღე ჰქონდა და თქვა, ერთად გავატარეთ რამდენიმე საათებიო”, – განაცხადა ბაჩალიაშვილის ბიძამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად