“აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს?!” – ურეკის მოსახლეობა სტიქიისგან მიყენებულ ზარალზე საუბრობს

ძლიერი წვიმის შედეგად 3 ოჯახი დაიტბორა ურეკში წერეთლის ქუჩაზე. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყლის დონის მომატება სანიაღვრე არხმა გამოიწვი. მილმა უხვად მოსული ნალექი ვერ გაატარა და მიმდებარე საცხოვრებელ სახლებში შეიჭრა.

ადგილზე ვითარებას გაეცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. არჩილ ყაზაიშვილის ინფორმაციით, არხის ტექნიკური პრობლემის შესახებ ინფორმაცია სამი დღის წინ მიიღეს. ამჟამად არხის გაწმენდისთვის შესაბამის ნებართვას ელოდებიან.

ადგილობრივი მაცხოვრებლის, ნაზი დობორჯგინიძის თქმით, ყოველი უხვი ნალექის დროს აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას ოჯახი. აუცილებელია არხის გაფართოება და ხიდის გაკეთება გამტარუნარიანი რომ იყოს წყალსადენი არხი. 

"დავაავადვმყოფდი მე თვითონ, ყველა წყალდიდობაზე ასეთ დღეშია სახლი. მაცივარი დაგვეწვა, სარეცხის მანქანა გაფუჭდა, სურსათი გაფუჭდა, აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს? კატეგორიული თხოვნა მაქვს, რომ იმ არხზე გვიარაბი არა, ხიდი გაკეთდეს" განუმარტა "აიპრესს" ნაზი დობორჯგუნიძემ. ურეკში ამ დროისთვის აღარ წვიმს, სამი ოჯახი ამ წუთებში დატბროვისგან შეტანილი შლამის საცხოვრებლისგან გასუფთავებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...