აზნაურაშვილი: იდეალური მოსამართლე უნდა იყოს ობიექტური,სამართლიანი, მეც ვიქნები ამ ღირებულების ერთგული

უსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა მიმდნარეობს.  სადაც ამ წუთებში  ზურაბ აზნაურაშვილს უსმენენ, რომელიც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი და პრეზიდიუმის წევრია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის კითხვაზე, თქვენი აზრით, როგორია იდეალური მოსამართლე და სად ისურვებდით მუშაობას, რომელი კატეგორიის საქმეებზე ისურვებთ მუშაობას, ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა:

„ადმინისტრაციულ პალატაში ვისურვებდი მუშაობას. იქიდან გამომდინარე რომ ბოლო წლებში აქ მუშაობის გამოცდილება მაქვს.

ჩემი აზრით იდეალური მოსამართლე უნდა იყოს, კეთილსინდისიერი, ობიექტური , სამართლიანი მის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მეც ვიქნებოდი და ვიქნები ამ ღირებულების ერთგული.

შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები რომელიც მოსამართლის მიერ მიიღება საქართველოს სახელით,  უნდა იყოს განპირობებული პირადი შეხედულებიდან გამომდინარე“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატმა.

ცნობისთვის, 17 და 18 ივლისს კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანბანური თანმიმდევრობით გამოცხადდებიან.

დღეს, საბჭო ზურაბ აზნაურაშვილს, თამარ ალანიას, დიანა ბერეკაშვილს, თამარ ბურჯანაძეს და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ.

18 ივლისს შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს,გიორგი გოგიაშვილს, მირანდა ერემაძეს და მამუკა ვასაძეს მოუსმენენ

მოსმენაზე კანდიდატები ინდივიდუალურად წარდგებიან.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობსი ერთ-ერთი კანდიდატია, ის არ ესწრება სხდომას.  რის გამო, სხდომას თავმჯდომარეობს დიმიტრი გვრიტიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...