აზიის ქვეყნებში ქართული ბლის ექსპორტი წელს დაიწყება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კანადის ყოფილ ვიცე-პრემიერს, შეილა კოპს და კანადელი ბიზნესმენების ჯგუფს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი, საქართველო-კანადის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე წარიმართა, მათ შორის, საქართველოში, კანადური ინვესტიციების განხორციელებისა და არსებულის ხელშეწყობის მიმართულებით.

შეხვედრაზე მონაწილე კანადელი ბიზნესმენები, გურმანტ გრევალი და ამარჯიტ სინქჰ ჯატანა, ორი წელია, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობენ და უკვე განახორციელეს 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია – კავკასიის ნექტარი, წელს, საქართველოდან ბალის ექსპორტს აზიის ქვეყნებში იწყებს. კომპანიას, ხილის ბაღები, გორის რაიონში აქვს, სადაც ვაშლი, ატამი, ქლიავი და ბალი მოჰყავთ. კავკასიის ნექტარი, ბიზნესის განვითარებას, მარნეულის მუნიციპალიტეტსა და კახეთის რეგიონში გეგმავს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანადური კომპანია, რომელსაც საკუთარი ხეხილის ბაღებიც აქვს, აქტიურად თანამშრომლობს გორის მუნიციპალიტეტის ფერმერებთან და მათგან ხილს ყიდულობს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე, საქართველოში უცხოური, მათ შორის, კანადური ინვესტიციის მატებისა და საქართველოდან ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე წარიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად