აზერბაიჯანულმა მხარემ 16 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ განაცხადა

სომხეთის მიერ აზერბაიჯანის რეგიონების დაბომბვის შედეგად 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 55 დაშავდა. ამის შესახებ იტყობინება აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა თავის ოფიციალურ Facebook-ზე.

“აზერბაიჯანის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების მძიმე არტილერიის დაბომბვის შედეგად, 55 მშვიდობიანი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 16 ადამიანი დაიღუპა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ სომეხი სამხედროები რეგიონული და სოფლის ცენტრების, საავადმყოფოების, სკოლების, საბავშვო ბაღების, აგრეთვე სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობების ინტენსიურ საარტილერიო დაბომბვას განაგრძობენ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 163 სახლი და 36 სამოქალაქო ობიექტი სერიოზულად დაზიანდა.

საზედამხედველო ორგანომ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რომ სომხეთის სამხედრო მოსამსახურეებმა პასუხი აგონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

წინა დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა აზერბაიჯანის მიერ მასშტაბური შეტევის დაწყების შესახებ ყარაბაღის რამდენიმე მიმართულებით. სამხედროებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად მათ აიღეს აზერბაიჯანის საბრძოლო პოზიცია და გაანადგურეს მტრის საბრძოლო ტექნიკის ნაწილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად