აზერბაიჯანში, ზედიზედ მესამე დღეა, რაც ახლადგამოვლენილ ინფიცირებათა ოდენობა იზრდება

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

აზერბაიჯანში, ზედიზედ მესამე დღეა, რაც ახლადგამოვლენილ ინფიცირებათა ოდენობა იზრდება. 22 მაისს 106 ინფიცირებული გამოვლინდა, 23 მაისს – 127, 24 მაისს 140, დღეს კი – 149.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 4 271 შემთხვევა – 424 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 51 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,19%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 5,06

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 134 კაცი გამოჯანმრთელდა

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 2 741კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 64,18%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 1 479 კაცი.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 273 411 ტესტი, 27 142 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად