აზერბაიჯანში უფლებადამცველი გიორგი გოგია დააკავეს

აზერბაიჯანში, ბაქოს აეროპორტში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის კავკასიის რეგიონის უფლებადამცველი გიორგი გოგია დააკავეს,-ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანაშემწე კახა აბდალაძემ აღნიშნა, გოგია ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

გოგიას ბაქოს აეროპორტში 17.00 საათზე დააკავეს, ამ დროისთვის ის ნეიტრალურ ზონაში იმყოფება. უფლებადამცველი კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხზებზე მუშაობს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის საკითხზებზე.

"აიპრესი" ამ წუთებში დეტალების გარკვევას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...