აზერბაიჯანში სრულად განიკურნა კორონავირუსისგან დაინფიცირებულების 2/3-ზე მეტი -1080 კაცი

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი trend-ი აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს

პორტალის თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 1 617 შემთხვევა – 161 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უცვლელი დარჩა, ეპიდემის გავრცელების დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში 21 კაცია გარდაცვლილი.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი აზერბაიჯანში 1,32%-ის ტოლია, ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,1

კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან განვლილ 24 საათში სრულად განიკურნა 67კაცი.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 1080 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 66,79%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად