აზერბაიჯანში Sputnik V ვაქცინის პირველი პარტია 2 მაისს ჩავა

აზერბაიჯანი 2 მაისს მიიღებს რუსული Sputnik V ვაქცინების პირველ პარტიას. ამის შესახებ შაბათს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

”რუსეთში შეძენილი Sputnik V ვაქცინა აზერბაიჯანს 2 მაისს გადაეცემა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ვაქცინაციები აზერბაიჯანში 18 იანვარს დაიწყო. ჯერჯერობით, იმუნიზაციისთვის გამოიყენება ჩინური პრეპარატი CoronaVac ჩინური კომპანიის Sinovac Biotech–ისგან. აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ამ ვაქცინის ჯამში 9 მილიონი დოზის შესაძენად. აქედან 4 მილიონის მიწოდება ხორციელდება თურქეთიდან.

მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის თანახმად, 1.5 მილიონზე მეტი, ანუ რესპუბლიკის მოქალაქეთა 15% უკვე ვაქცინირებულია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში დაფიქსირებულია კორონავირუსული ინფექციის 320 322 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 291 564 ადამიანი, გარდაიცვალა 4 538 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...