აზერბაიჯანში, შერბილებული შეზღუდვების ისევ გამკაცრებას ითხოვენ

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული პორტალი “trend.az” ავრცელებს

სამწუხაროდ, ხალხის მასობრივი შეკრების ადგილებში სოციალური დისტანციის დაცვა არ ხდება, – განაცხადა დღეს, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბის ბრიფინგზე სავალდებული სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის “სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების სამმართველო გაერთიანების” გამგეობის თავმჯდომარე რამინ ბაირამლიმ.

მისი თქმით, დღეს ჩატარებული ანალიზის საფუძველზე მიმართავს ოპერატიულ შტაბს რათა შემოღებული იქნას შეზღუდვები სადღესასწაულო და გამოსასვლელ დღეებში.

შეგახსენეთ, რომ 4 მაისიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შეამსუბუქებას ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციის შენარჩუნება არ მოჰყოლია, ზრდა კი მნიშვნელოვანი დაფიქსირდა. დღეს, 143 ინფიცირებული გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია აზერბაიჯანისთვის, 4 მაისის შემდეგ გამოვლენილი ინფიცირებულების რაოდენობამ კი 490 შეადგინა – აზერბაიჯანში 28 თებერვლიდან დღემდე დაფიქსირებული შემთხვევების 20,23%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად