აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი დავით გარეჯზე: ჩვენი ამოცანაა სტატუს-კვოს დაბრუნება

სასულიერო პირებს შეუძლიათ გადაადგილდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე” – ამის შესახებ, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“თქვენ იცით ახლახანს ჩატარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში. მიღწეულ იქნა შეთანხმება რომ ეტაპობრივად აღსდგეს სტატუს-კვო. პირველ რიგში სასულიერო პირებს აქვთ საშუალება თავისუფლად გადაადგილდნენ სამონასტრო კომპლექსის ყველა ტერიტორიაზე. დაგეგმილია მომდევნო წლის დასაწყისში ჩატარდეს მორიგი კომისია დელიმიტაცია დემარკაციის თავალსაზრისით.

ვფიქრობ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ამ პრობლემის დროულად გადაჭრას. აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ ეს საკითხიც გადაწყდება ისე როგორც ორ მეგობარ ქვეყანას შეეფერება და შესაბამისად იქნება შესაბამისი ძვრები.

თქვენ იცით რომ წელს ივნისში ჩატარდა დელიმიტაცია დემარკაციის კომისია ბაქოში და შეთანხმდნენ რომ ექსპერტები ადგილზე გაეცნობიან ვითარებას, ჩატარდება აზომვითი და სხვა სახის სამუშაოები, იმისთვის რომ კომისიის მიეცეთ საშუალება განაგრძონ მუშაობა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

დღეს აღინიშნა რომ აუცილებლად ჩატარდება კომისიის მორიგი რაუნდი თბილისში, სადაც მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

რაც იყო მიღწეული შეთანხმება მიდის გეგმა გრაფიკის მიხედვით, შესაბამისად ნუ დავასწრებთ მოვლენებს.

პირველ რიგში უნდა ჩატარდეს კომისიის მორიგი სხდომა. არის მთელი საკითხები რომელიც უკვე გაიარა კომისიებმა ექსპერტმა. არის შესაბამისი დასკვნები. კომისიის ფარგლებში იქნება მსჯელობა. სტატუს-კვოს აღდგენაც არის ერთ ერგი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც განხილულ იქნება.

მთავარი ჩვენი ამოცანაა სტატუს-კვოს დაბრუნება და შესაბამისად ამ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა.” – ამბობს პატარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად