აზერბაიჯანში მომხდარ ავტოკატასტროფას 8 ადამიანი ემსხვერპლა

აზერბაიჯანის ქალაქ მასალში სატვირთო ავტომობილი მიკროავტობუს Mercedes-Benz Vito-ს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Report ავრცელებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფომრაციის თანახმად, დაღუპულია რვა ადამიანი, ხოლო დაშავებულია ერთი. ახალგაზრდა ქალი, რომელიც 24 წლის არის, საავადმყოფოში გადაიყვანეს, იგი რეანიმაციაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროც.

Repor აღნიშნავს, რომ დაღუპულებს შორის ორი ქალია, სამი კაცია, ხოლო კიდევ სამი სკოლის მოსწავლეა. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ქორწილში მიდიოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...