აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის ტემპი მატულობს

პორტალი “trend.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 22-ით ნაკლები.

სულ, აზერბაიჯანში, 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 22 990 კაცს. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ მილიონი მოსახლეზე 2 282-ია.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 8 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელ, რეკორდულ რაოდენობაზე 2-ით ნაკლები.

სულ, 12 მარტიდან დღემდე, გარდაცვლილია 292 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,27%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 29,0

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 502 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 14 093 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 61,30%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 8 605 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 552 311 ტესტი – 54 830 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

 
ბოლო კვირის განმავლობაში აზერბაიჯანში 3723 კაცი დაინფიცირდა, წინა კვირასთან შედარებით 153 კაცით ანუ 3,95%-ით ნაკლები
 

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო კვირაში 48-დან 57 კაცამდე ანუ 18,75%-ით გაიზარდა.

მინისტრთა საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის დღევანდელ ბრიფინგზე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხიკმეტ გაჯიევმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება საკარანტინე რეჟიმის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად