აზერბაიჯანში, კორონავირუსით დაინფიცირებულების 73,62% სრულად განიკურნა

trend-ი, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 1 854 შემთხვევა – 184 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

ინფიცირებულთა უფრო ნაკლები სიხშირიანობით ევროპაში მხოლოდ ერთი სახელმწიფო გამოირჩევა: საქართველო – 139.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. გარდაიცვალა 1957 წელს დაბადებული მოქალაქე, შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების მქონე და კორონავირუსით ინფიცირებული..

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 25 კაცი – 1,35%.

ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 2,48.

ევროპის ქვეყნებიდან ვატიკანში, გიბრალტარში და ფარერებზე არ დაფიქსირებულა კორონავირუსით გარდაცვალება. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანთან შედარებით უფრო ნაკლებია აგრეთვე ყაზახეთში – 1,33 და საქართველოში – 1,61.

კორონავირუსისგან განვლილ 24 საათში სრულად განიკურნა 40 კაცი.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 1 365 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 73,62%.

დღეისათვის საავადმყოფოებში რჩება 464 ინფიცირებული. მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა, 29-ის კი საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში 146 630 ტესტია ჩატარებული, 14 556 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად