აზერბაიჯანში, კორონავირუსისგან დაინფიცირებულების 69,24% სრულად განიკურნა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი trend-ი აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს

პორტალის თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 1 645 შემთხვევა – 163 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უცვლელი დარჩა – 21 კაცი

სიკვდილიანობის მაჩვენებელი აზერბაიჯანში 1,28%-ის ტოლია, ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,1

კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან განვლილ 24 საათში სრულად განიკურნა 59კაცი.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 1139 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 69,24%

დღეისათვის საავადმყოფოებში რჩება 485 ინფიცირებული, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა, 25-ის კი საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში 120 479 ტესტია ჩატარებული, 11960 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად