აზერბაიჯანში, განვლილი 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 1 კაცი გარდაიცვალა და 97 დაინფიცირდა

trend-ი, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 2 519 შემთხვევა – 250 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 1 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 32 კაცი – 1,27%.

ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 3,18.

კორონავირუსისგან განვლილ 24 საათში სრულად განიკურნა 30 კაცი.სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 1 650 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 65,50% (3 მაისს აღნიშნული მაჩვენებელი 74,59% ტოლი იყო).

საავადმყოფოებში ინფიცირებულთა რაოდენობა 771-დან 837-მდე გაიზარდა (30 აპრილის მონაცემებით საავადმყოფოებში იყო 455 ინფიცირებული)., მათგან 33 მდგომარეობა მძიმეა, 40-ის კი საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 193 411 ტესტი, 19 250 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად