აზერბაიჯანში, განვლილი 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 8 კაცი გარდაიცვალა და 493 დაინფიცირდა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 62-ით ნაკლები.

სულ, აზერბაიჯანში, 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 26 165 კაცს. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ მილიონი მოსახლეზე 2 597-ია.

განვლილ 24 საათში, აზერბაიჯანში კორონავირუსით 8 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელზე 1-ით მეტი.

სულ, 12 მარტიდან დღემდე, გარდაცვლილია 334 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,28%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 33,2.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 561 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 17 256 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 65,95%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 8 575 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 601 500 ტესტი – 59 713ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად