აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 8 კაცი გარდაიცვალა და 286 დაინფიცირდა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 7-ით მეტი.

სულ, აზერბაიჯანში 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 32 443 კაცს.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 8 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელზე 2-ით მეტი.

სულ, 12 მარტიდან დღემდე გარდაცვლილია 462 კაცი.

აზერბაიჯანში, ივლისში, ინფიცირებულთა რაოდენობა 17524-დან 31878-მდე, 14 354-ით ანუ 82%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 213-დან 448-მდე, 235-ით ანუ 110%-ით გაიზარდა.

აზერბაიჯანში, ივლისში, დღეში, საშუალოდ, 463 ინფიცირება და 7,6 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ორი დღის საშუალო კი 283 ინფიცირება და 7 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად