აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა და 537 დაინფიცირდა

პორტალი “trend.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 24-ით მეტი.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 21 374 შემთხვევა – 2 122 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელზე 1-ით ნაკლები.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 265 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,24%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 26,3

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 453კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 12 635 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 59,11%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 8 474 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 529 875 ტესტი – 52 602 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად