აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა და 129 დაინფიცირდა

პორტალი “oxu.az” აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 15-ით ნაკლები

ინფიცირებულთა უფრო ნაკლები რაოდენობა აზერბაიჯანში ბოლოს 23 მაისს იყო გამოვლენილი.

სულ, აზერბაიჯანში 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 33 376 კაცს.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა, 1-ით მეტი, ვიდრე გუშინ.

სულ, 12 მარტიდან დღემდე გარდაცვლილია 483 კაცი.

აზერბაიჯანში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 17524-დან 31878-მდე, 14 354-ით ანუ 82%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 213-დან 448-მდე, 235-ით ანუ 110%-ით გაიზარდა.

აზერბაიჯანში, ივლისში დღეში საშუალოდ 463 ინფიცირება და 7,6 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი შვიდი დღის საშუალო კი 214 ინფიცირება და 5 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად