აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა და 91 დაინფიცირდა

პორტალი “oxu.az” აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 2 -ით ნაკლები.

სულ, აზერბაიჯანში 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 33 915 კაცს.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა, 1-ით მეტი, ვიდრე გუშინ.

სულ, 12 მარტიდან დღემდე გარდაცვლილია 500 კაცი.

აზერბაიჯანში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 17524-დან 31878-მდე, 14 354-ით ანუ 82%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 213-დან 448-მდე, 235-ით ანუ 110%-ით გაიზარდა.

აზერბაიჯანში, ივლისში დღეში საშუალოდ 463 ინფიცირება და 7,6 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი 13 დღის საშუალო კი 157 ინფიცირება და 4 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად