აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა და 193 დაინფიცირდა

პორტალი “oxu.az” აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 33-ით ნაკლები.

ინფიცირებულთა უფრო ნაკლები რაოდენობა აზერბაიჯანში ბოლოს 1 ივნისს იყო გამოვლენილი.

სულ, აზერბაიჯანში 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 33 103 კაცს.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელზე 2-ით ნაკლები.

სულ, 12 მარტიდან დღემდე გარდაცვლილია 476 კაცი.

აზერბაიჯანში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 17524-დან 31878-მდე, 14 354-ით ანუ 82%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 213-დან 448-მდე, 235-ით ანუ 110%-ით გაიზარდა.

აზერბაიჯანში, ივლისში, დღეში, საშუალოდ, 463 ინფიცირება და 7,6 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ოთხი დღის საშუალო კი 245 ინფიცირება და 5,6 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად