აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა და 136 კაცი დაინფიცირდა

trend-ი, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 3274 შემთხვევა – 325 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 39 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,19%.

ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 3,87.

კორონავირუსისგან განვლილ 24 საათში სრულად განიკურნა 71 კაცი. სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 2 015 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 61,55% (3 მაისს აღნიშნული მაჩვენებელი 74,59% ტოლი იყო).

საავადმყოფოებში ინფიცირებულთა რაოდენობა 62-ით გაიზარდა, 1158-დან 1220-მდე (30 აპრილის მონაცემებით საავადმყოფოებში იყო 455 ინფიცირებული), მათგან 43-ის მდგომარეობა მძიმეა, 58-ის კი საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 232 077 ტესტი, 23039 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად