აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა და 127 კაცი დაინფიცირდა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 3 982 შემთხვევა – 395 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი 1948 წელსაა დაბადებული, მეორე – 1952 წელს, მესამე კი 1982 წელს.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 49 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,23%.

ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 4,86

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 2 506 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 62,93%.

ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 1 427 კაცი.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 265 067 ტესტი, 26314 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად