აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა და 87 დაინფიცირდა

პორტალი “oxu.az” აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 18-ით ნაკლები.

ინფიცირებულთა უფრო ნაკლები რაოდენობა აზერბაიჯანში ბოლოს 13 მაისს იყო გამოვლენილი.

სულ, აზერბაიჯანში 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 33 568 კაცს.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა, 3-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ.

სულ, 12 მარტიდან დღემდე გარდაცვლილია 490 კაცი.

აზერბაიჯანში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 17524-დან 31878-მდე, 14 354-ით ანუ 82%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 213-დან 448-მდე, 235-ით ანუ 110%-ით გაიზარდა.

აზერბაიჯანში, ივლისში დღეში საშუალოდ 463 ინფიცირება და 7,6 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ცხრა დღის საშუალო კი 188 ინფიცირება და 4,7 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად