აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა და 262 დაინფიცირდა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 63-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 6 522 შემთხვევა – 647 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 78 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,20%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 7,74

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 63 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 3 737 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 57,30%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 2 707 კაცი, მათგან 64-ის მდგომარეობა მძიმეა, 75-ის კი საშუალო სიმძიმის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად