აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა და 248 დაინფიცირდა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 5 494 შემთხვევა – 545 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 63 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,15%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 6,25

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 202 კაცი გამოჯანმრთელდა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 3 428 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 62,40%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 2 003 კაცი, მათგან 56 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 65-ის კი საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 298 648 ტესტი, 29648 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად